ავიაკომპანია Austrian Airlines-ის ბორტგამყოლი სამსახურიდან ანტისემიტიზმის ბრალდებით გაანთავისუფლეს. როგორც ირკვევა, 23 წლის ბორტგამყოლი კრისტინ კოლი ვენაში ერთ-ერთ აქციაში იღებდა მონაწილეობას. აქციის დროს მან გადაიღო ვიდეო სადაც ყვირის “სოროსი და როტშილდები უნდა წავიდნენ”.
როდესაც აქციის კადრები და შესაბამისი ვიდეო ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ ნახა, გადაწყვიტა, რომ ბორტგამყოლი სამსახურიდან გაეშვათ, რადგანაც “მან ღიად, ანტისემიტური განცხადება გააკეთა”.
ასეთი ქცევის დავიწყება შეუძლებელია და აღნიშნული განცხადებები არანაირად არ შეესაბამება ჩვენს კომპანიის ღირებულებებს. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები, რათა სამომავლოდ იგივე არ განმეორდეს”, განმარტავენ ავიაკომპანიაში.
კოლი ავიაკომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა და განაცხადა, რომ “ეს არაკანონიერია”.
“მე გავაგრძელებ თავისუფალი აზრის გამოთქმას და გავასაჩივრებ ამ დაუსაბუთებელ განთავისუფლებას ”, განაცხადა სამსახურიდან განთავისუფლებულმა ბორტგამყოლმა.