თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი ფრენებს აჩერებს. ავიაკომპანია ბაზრიდან დროებით გადის და რეისებს თითქმის 1 თვის განმავლობაში, 26 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე აღარ განახორციელებს. ფრენების შეჩერების მიზეზად კი ეკონომიკური პრობლემები სახელდება.
ამ ერთი თვის განმავლობაში კი ავიაკომპანია სიტუაციის გაუმჯობესებას ელოდება.
კონკრეტულ გეგმას Atlasglobal-ი 16 დეკემბერს გაასაჯაროებს.
ავიაკომპანიაში პრობლემების სათავედ 2015-2016 წლების ტრაგიკულ მოვლენებს, და ასევე 2018 წელს ლირის კურსის გაუფასურებას ასახელებენ
ახალი გამოწვევა იყო ასევე Atlasglobal-თვის სტამბოლის ახალ აეროპორტში გადასვლა. შედეგად კომპანიის საოპერაციო და ლოჯისტიკური ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ Atlasglobal-ი მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზეც დაბრუნდა თუმცა ზამთრის სანავიგაციო პერიოდში სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ოპერირებაზე მოულოდნელად უარი განაცხადა.