აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოსა (DARPA) და კომპანია Skorsky-ის ერთობლივი მუშაობის ფარგლებში, Skorsky-ის ბრენდის, UH-60 Alpha მოდელის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენმა პირველი უპილოტო ფრენა წარმატებით განახორციელა.
Skorsky Innovation-ის დირექტორმა იგორ ჩერეპინსკიმ ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ UH-60 Alfa Black Hawk-ის ვერტმფრენმა 5 და 7 თებერვალს ორი უპილოტო ფრენა შეასრულა, თუმცა მათში პილოტებიც იმყოფებოდნენ, ოღონდ როგორც დამკვირვებლები.
“ვერტმფრენზე მიმაგრებულია ჩამრთველი, სახელად 210 Switch-ი და მასში ჩაწერილი არის შვეულმფრენში მყოფი ადამიანების რაოდენობა. ჩვენ ამ ჩამრთველში შევედით პილოტებისა და მგზავრების გარეშე და ეს უპილოტო ვერტმფრენი კენტუკის ფორტ კემპბელზე დაფრინავდა 30 წუთის განმავლობაში.” – განაცხადა ჩერეპინსკიმ, რომლის თქმითვე, მეორე ფრენა უფრო ხანმოკლე იყო.
“ვერტმფრენმა დამოუკიდებლად დაასრულა აფრენის წინასწარი შემოწმებები და აფრენის პროცესი და მანჰეტენის ცათამბჯენებს შორის უსაფრთხოდ გაფრენაც შესძლო, რის შემდეგ იგი ასევე უსაფრთხოდ დაეშვა“ – ხაზგასმით აღნიშნა ჩერეპინსკიმ.
DARPA და Skorsky ამ 160 მილიონი დოლარის პროექტს, სავარაუდოდ წლის ბოლომდე დაასრულებენ.