აშშ-ში ავიაბილეთების ფასები წლევანდელ დღესასწაულებზე ბოლო ხუთის წლის მაქსიმუმზეა​. ამას Hopper-ის გამოთვლები მოწმობს, რომელიც ბილეთების ფასებს აკონტროლებს.

მადლიერების დღისთვისორმხრივი ბილეთების საშუალო ღირებულება შიდა ფრენებზე საშუალოდ 350 დოლარია, საერთაშორისო რეისებზე კი 795 დოლარი. ორივე მაჩვენებელი 22%-ით აღემატება 2019 წლის პანდემიამდელ მონაცემებს.

საშობაოდ შიდა ფრენა საშუალოდ 463 დოლარი ეღირება, ანუ დაახლოებით მესამედით მეტი ვიდრე COVID-19-მდე ფასები. აშშ-ს ფარგლებს გარეთ ფრენა 26%-ითაა გაძვირდა და 1300 დოლარს აღწევს.

პიკის დღეებში მოგზაურობა, როგორიცაა შობის ღამე, ყოველთვის ძვირი ღირდა და ექსპერტები ფრენის დღეების არჩევისას მგზავრებს მოქნილობას ურჩევენ.

მაგრამ ახლა, იაფი ბილეთების შეძენა რთული იქნება საკურორტო სეზონის ნებისმიერ დღეს, აფრთხილებს ბრეტ სნაიდერი, ტურისტული ვებგვერდის Cranky Flier-ის დამფუძნებელი და ავიაკომპანიის ყოფილი მენეჯერი.

ექსპერტების თქმით, ფაქტორები, რომლებმაც უარყოფითად იმოქმედა ავიაკომპანიებზე ამ ზაფხულს, როგორიცაა თვითმფრინავების და პერსონალის დეფიციტი, ისევ რჩება. ეს კი ნიშნავს, რომ ავიაბილეთის ფასები სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ისევ მაღალ ნიშნულზე დარჩება.