სენსორების პრობლემა შესაძლოა 246 ერთეულ Boeing 737 Max-ს შეეხოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საავიაციო ფედერალურმა უწყებამ გაავრცელა.
აღნიშნული მსოფლიოს მასშტაბით, შესაძლოა შეეხოს 246 თვითმფრინავს შეეხოს, მათ შორის 45 ერთეულ Southwest-ის, American Airlines-სა და United-ის ხომალდებს.
უწყების ინფორმაციითვე, ავიაკომპანიები და სხვადასხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებები უკვე გაფრთხილებულია.
ცოტა ხნის უკან Boeing-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ეკიპაჟის წევრებისათვის, მათზე თუ რა სირთულეები შესაძლოა წარმოიქმნას.
აღნიშნულია, რომ ფრენის კონტროლის სისტემის შეცდომამ შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოვარდნა გამოიწვიოს.
აღნიშნული დეფექტის შესახებ ცნობილი 28 ოქტომბერს ინდონეზიის წყლებში Boeing-ის ავიაკატასტროფის შემდეგ გახდა ცნობილი.