18 მარტიდან, აშშ-ს ხელისუფლება ევროკავშირიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე გადასახადს 10%-დან 15%-მდე გაზრდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას RBC აშშ-ს სავაჭრო მისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე საბაჟო გადასახადს 10-დან 15%-მდე ზრდის”, აღნიშნულია მისიის განცხადებაში.
2019 წლის ბოლოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ აშშ-ს ევროკავშირიდან საქონლის იმპორტზე გადასახადის ზრდის ნებართვა მისცა. ამ გადაწყვეტილებას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-სთვის “დიდებული გადაწყვეტილება” უწოდა. მისი თქმით, ამ გზით ვაშინგტონმა 7.5 მლრდ დოლარი მოიგო.