ავიაკომპანია Myway Airlines-ი, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის.

1 ივნისიდან ორშაბათ დღეს მეოთხე, 30 ივნისიდან კი სამშაბათ დღეს მეხუთე სიხშირე ემატება.

ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

2019 წლის იანვართან შედარებით თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Myway Airlines-ის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, მიმდინარე წლის იგივე თვესთან შედარებით 54 % არის გაზრდილი.