აშშ-მ რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავების დაკავების ორდერი გასცა. როგორც უცხოური მედია წერს, რომან აბრამოვიჩს ბრალს სდებენ ორი ამერიკული წარმოების თვითმფრინავის ექსპორტში ლიცენზიის გარეშე. ლიზენზია აუცილებელი იყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციების გამო.
აშშ-ის რაიონულ სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების თანახმად, ეს თვითმფრინავებია: Boeing 787-8 Dreamliner და Gulfstream G650ER.