არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება აპირებს დუბაიში ააშენოს მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი ალ მაკტუმის საჰაერო ნავსადგურის გაფართოებით, რომელიც ცნობილია როგორც Dubai World Central. განახლებული პროექტის დეტალები ხუთი ასაფრენი ბილიკით, რომელთაგან ერთი მთლიანად განკუთვნილია Airbus A380-თვის, გამოქვეყნებულია არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობის ვებგვერდზე.
არსებული გათვლებით, ახალი ჰაბი 2027 წლისთვის წელიწადში 160-დან 260 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ის არ ჩაანაცვლებს დუბაის მთავარ საერთაშორისო აეროპორტს (DXB) – იგეგმება მათი დაკავშირება ჩქაროსნული რკინიგზით.
პროექტის აღწერილობის მიხედვით, განახლებულ აეროპორტში ბარგის გადამუშავება განხორციელდება გალერეების მიწისქვეშა ქსელის მეშვეობით, რომლის სიმძლავრეა 30 000 ჩანთა საათში, „თვითმფრინავის ყველა ჩემოდანი რეკორდულ დროში მიიტანენ“.
ახალი ჰაბის ტერმინალები და ლაუნჯები იმუშავებს სუფთა ენერგიის წყაროებზე, როგორიცაა ფოტოელექტრული მზის პანელები. გადამუშავების ეს სტრატეგია აღმოფხვრის ნარჩენების გამოყოფას. წყლის მოხმარების შემცირება კი დაახლოებით 70%-ით იქნება შესაძლებელი- ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების, კონდენსატის და წვიმის წყლის შეგროვების წყალობით.
აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მონაცემებით, დუბაის აეროპორტი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ლიდერობს საერთაშორისო მგზავრთა რაოდენობით.