სახელმწიფო კონცერნი „უკრობორონპრომის“ No134-K 2022 წლის 29 მარტის ბრძანებით სახელმწიფო საწარმო Antonov-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ევგენი გავრილოვი დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრილოვი საწარმოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილის პოსტზე მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ასევე 29 მარტს სერგეი ბიჩკოვი ანტონოვის სახელმწიფო საწარმოს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.