უკრაინული ავიამშენებელი კომპანია Antonov-ის პრეზიდენტის ალექსანდრე ლოსის განმარტებით, Antonov-ი უცხოელ პარტნიორებთან ერთად სამგზავრო თვითმფრინავის პროექტირებაზე მუშაობს.
კერძოდ, პროექტი, რომელიც უკვე დაწყებულია, წარმოადგენს მძიმე თვითმფრინავის An-188-ის შექმნის მცდელობას, რომელიც ანვითარებს An-77-ის კონცეფციას, თუმცა შემდეგ ტექნოლოგიურ დონეზე.
ასევე მუშავდება An-158 სამგზავრო თვითმფრინავის მოდერნიზაციის პროექტი.
“გარდა ამისა, მიმდინარეობს სამუშაოები პერსპექტიული სამგზავრო თვითმფრინავის შექმნაზე, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით”, – განაცხადა ლოსმა.
რაც შეეხება An-178– ს, საწარმოს სიმძლავრე წელიწადში 10-12 თვითმფრინავია. Antonov-ში კი ამ ტიპის თვითმფრინავთან მიმართებაში დიდი პერსპექტივას ხედავენ, ისევე როგორც მის ბაზაზე დაფუძნებული საავიაციო ოჯახის.