რუსი დამპყრობლების მიერ მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავის An-225 Mriya-ს განადგურება დარტყმა იყო არა მხოლოდ Antonov- ის სახელმწიფო საწარმოსთვის, არამედ მთელი გლობალური საავიაციო ინდუსტრიისთვის. შესაბამისად, Mriya-ს აღდგენა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Antonov- ის ჯერ კიდევ აქვს მარაგში თვითმფრინავის ზოგიერთი დეტალი. თუმცა, ახალი Mriya უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე და სამომავლო ფრენისუნარიანობის სტანდარტებს, ასევე აღჭურვილი უნდა იყოს იმ ამოცანების ჩამონათვალის შესაბამისად, რომელსაც ის შეასრულებს.
ამას კი დასჭირდება დიდი მოცულობის საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები, შესაბამისი კომპონენტების შერჩევა და შეძენა, სატესტო პროგრამა და ა.შ. – განმარტავენ სახელმწიფო საწარმოში.
Antonov-ი დასძენს, რომ An-225-ის აღდგენის პროექტი განხორციელდება ფართო საერთაშორისო თანამშრომლობით გლობალური საავიაციო ინდუსტრიის წამყვანი კომპანიებისა და საწარმოების მონაწილეობით.
პროექტის დაფინანსების ოდენობას და განადგურებული AN-225-ის კომპონენტების გამოყენების შესაძლებლობას განსაზღვრავს სპეციალური კომისია, რომელიც შექმნილია Ukroboronprom-ის კონცერნის კონტროლის ქვეშ.
დაფინანსების წყაროებსაც სახელმწიფო განსაზღვრავს. ის თანხები, რომლებიც უკვე მიღებულია ფონდის მიერ, გამოყენებული იქნება ექსკლუზიურად Mriya-ს აღდგენის პროექტის განსახორციელებლად.
“რაც შეეხება ვადებს, ახლა მათზე საუბარი ნაადრევია, რადგან პროგრამა საგულდაგულოდ უნდა იყოს შემუშავებული“, – აცხადებენ Antonov-ში.