ჩინეთის მთავრობა ანტარქტიდაზე 24/7 რეჟიმში მომუშავე აეროპორტის მშენებლობას გეგმავს. როგორც ირკვევა აეროპორტის მშენებლობისთვის ადგილი უკვე შერჩეულია და მალე სამშენებლო პროცესიც დაიწყება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი პირდაპირ ყინულზე განთავსდება. ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც აეროპორტის პროექტზე მუშაობდნენ, მისი მშენებლობა თანაბრად მოძრავი ყინულების ადგილზე დაგეგმა.