COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ანკარას ესენბორგის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ფრენები შეჩერებული იყო და თვითმფრინავებთან ერთად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობას იძულებით ისვენებდა, თვითმფრინავის ტრაპზე ფრინველებმა ბუდე გაიკეთეს. ბუდეში 6 კვერცხია.
აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ TAV airport-მა გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნული ტრაპის გამოყენება არ მოხდება მანამ, ვიდრე ბარტყები არ დაიჩეკებიან და არ გაფრინდებიან.