ამსტერდამის მერიამ ტურისტებისთვის ონლაინ ტესტი გამოაქვეყნა. მისი დახმარებით ისინი „არასასურველი სტუმრების“ მოშორებას იმედოვნებენ.
ტესტი შეიცავს ათეულ კითხვას იმის შესახებ, თუ რა გეგმები გაქვთ ამსტერდამში მოგზაურობისთვის. მაგალითად, დიდი ჯგუფით მოგზაურობთ თუ მარტო, აპირებთ თუ არა გართობას გათენებამდე, გსურთ თუ არა Red Light District-ში წასვლა თუ მარიხუანას გასინჯვა. დროდადრო ჩნდება sorry-შეტყობინებები: „ახლა ეს აკრძალულია“ ან „ვწუხვართ, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია“.
გასულ წელს ქალაქის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის შეზღუდვების მთელი პაკეტი მიიღო. ყველაფერი იმისთვის, რომ თავი დაეღწია ადგილის რეპუტაციისთვის, სადაც „ყველაფერი შესაძლებელია“.

ტესტის ბოლოს დევს მერიის ახალი წესების ბმული. ვიქტორინის გავლა შეგიძლიათ აქ.