ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტმა ასაფრენ/დასაფრენ ზოლთან ფრინველებთან ბრძოლის ახალ გზას მიაგნო. ამ მიზნით, ექსპერიმენტისთვის საჰაერო კოსმოსური კომპლექსის ადმინისტრაციამ ოცი ღორი დაიქირავა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღორები ექვსი კვირის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე იქნებიან განთავსებულნი, რომელიც ორ ასაფრენ ბილიკს შორის მდებარეობს.

მოსალოდნელია, რომ ღორები შეჭამენ შაქრის ჭარხლის ნარჩენებს, რომელიც იზიდავს ბატებს და სხვა ფრინველებს, რაც ევროპის მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტი ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე გარკვეულ საფრთხეებს ქმნიან.

აეროპორტის ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ ბატები ფრენების უსაფრთხოებას უქმნიან სერიოზულ საფრთხეს და ერთ ბატსაც კი თვითმფრინავისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.