ამსტერდამის „შიპოლის“ აეროპორტში კრიპტოვალუტის ბანკომატი დამონტაჟდა, სადაც ევროს ბიტკოინზე გადაცვლაა შესაძლებელი.
შესაბამისად, „შიპოლი“ გახდა პირველი აეროპორტი ევროპაში სადაც მსგავსი ბანკომატი დაიდგა. როგორც აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 6 თვის განმავლობაში ბანკომატი სატესტო რეჟიმში იმუშავებს და ამის შემდეგ დადგინდება რამდენად მოთხოვნადია ის და სჭირდებათ თუ არა ის მგზავრებს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ბიტკოინის ყიდვა იაპონიისა და ავსტრალიის აეროპორტებშია შესაძლებელი.