აეროპორტი “სტამბოლი”, დღიურად შესრულებული, საშუალოდ, 986 ფრენით, ევროპის მასშტაბით მეორე ადგილზეა. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 27 სექტემბერი-3 ოქტომბრის პერიოდში ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიღებული რეისების მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზეა ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტი. აეროპორტმა საანგარიშო პერიოდში დღიურად საშუალოდ 1064 რეისი მიიღო.

შესაბამისად აეროპორტმა “სტამბოლი” დღიურად 986 ფრენით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 

EUROCONTROL-ის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ფრანკფურტის აეროპორტი დღიურად მიღებული 938 რეისით მე-3 ადგილზეა, ხოლო პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი 844 ფრენით მე-4 ადგილზე.