სტამბოლის მერის გადაწყვეტილებით, სტამბოლის სტუმრებს ახალი სატრანსპორტო საშუალება – საზღვაო ტაქტი მოემსახურება, რომლის გამოძახებაც სპეციალური აპლიკაციით ან ტელეფონით იქნება შესაძლებელი და მგზავრებს ნებისმიერი, დაშვებული, მიმართულებით გადაიყვანს. საზღვაო ტაქსს ბოსფორის სანაპიროზე 98 წერტილში ექნება გაჩერების, მგზავრების აყვანის ან ჩამოსმის უფლება. 

ახალი ტიპის საზღვაო ტაქსს ბორტზე ერთდროულად 10 მგზავრის აყვანა შეეძლება. 6 თვის შემდეგ კი საზღვაო ტაქსების პარკს ახალი კატარებიც შეემატება. რაც შეეხება ტარიფებს, ის განცვლილ მილებზე იქნება დამოკიდებული.