7 ივნისს, ამბროლაურში, მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი, „მდგრადი განვითარება ყველასთვის“ იმართება. ფესტივალის პირველ ღონისძიებას – „მომავლის პორტალი“ ამბროლაურის აეროპორტი უმასპინძლებს.

ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნატახტარი – ამბროლაურის მიმართულებით, 7 ივნისს დამატებით ავიარეისი შესრულდება. რეისები  შემდეგი განრიგით განხორციელდება:

ნატახტარი – ამბროლაური: 08:00 საათი,

ამბროლაური – ნატახტარი: 09:15 საათი,

ნატახტარი – ამბროლაური: 18:30 საათი,

ამბროლაური – ნატახტარი: 19:45 საათი,

ღონისძიების ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობით.

აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

ამბროლაურის აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს წარჩინებული პარაოლიმპიელი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში და საქართველოს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხებში ირმა ხეცურიანი.

აეროპორტის შემდეგ ფესტივალი ამბროლაურის ცენტრში გადაინაცვლებს, სადაც მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.