როგორ მიდის ფრენების ორგანიზების ამბავი:
? ამბავი მფრინავ ღამურას დაბრალდა
რათქმაუნდა ლელა კაკულიების და ნოსტრადამუსების მიღმა, ადამიანებს არ წარმოედგინათ რომ კორო მოვიდოდა და სახლში ამოგვქოლავდა დიდიან პატარიანა. შუაგული ვაკიდან, სოფლად აზიდავდა ჯიპებით ოჯახებს და ტუალეტის ქაღალდების გალავნებში ამოუკეტავდა ეზოს.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რამოდენიმე წელია შევედით უვიზო რეჟიმის ხიბლში და თან ვისწავლეთ 6 თვით ადრე, ერთი წლით ადრე მოგზაურობის დაგეგმვა, აქციებზე ბილეთების ყიდვა, ბიუჯეტურად მოგზაურობა, ზარა,მანგო და h&m თბილისშიც გვაქვს და აღარ ვეზიდებით ” შავ მაისურს და ჯინსს” უცხოეთიდან, ფულს ვხარჯავთ სიამოვნებაში, რამოდენიმე ქვეყანას ერთი გასვლით ვლაშქრავთ, ჩვენს მშობლებსაც კი ვუშვებთ წიგნებში ამოკითხულ და ფილმებში ნანახ საოცნებო რომსა და პარიზში, ბავშვები თურქეთის ” ოლ ინქლუზივ ” სასტუმროების მიღმა ვაზიარეთ ევროპულ კულტურას და ეს ყველაფერი მოგვწონს, მეტიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სერვისებით ვაკელები და მდიდრები და ლამაზებიც სარგებლობენ :)))
ქორწილებს და დაბადების დღეებსაც ვიხდით ევროპაში, ზოგი ვიწრო წრეში და ზოგიც სრული ბორტით….
ჩვენ აღარ ვწერთ ფეისბუქში მეგობრების ჩექინებზე ” რა გედარდება, რა გენაღვლება” არც დიდად ავიაბილეთებს ვუღებთ ფოტოებს ჭიქა წვენთან ერთად და სტარბაქსის ლოგოებზეც აღარ ვართ აღკვეცილები.
საზღვრების გადალახვის სურვილი ოცნება აღარ არის, ფრენა ყველასთვის ხელმისაწვდომია.
აი კორომ კი ხელში შეგვაჩეჩა ნაყიდი, დაჯავშნილი ბილეთები, სასტუმროს ვაუჩერები და ახლა მზად ვართ მაკარონსა და ზეთში გადავცვალოთ, ჩვენ ვინც ქვეყანაში ვართ, ჩვენს ქვეყანაში.
მაგრამ რა ქნან მათ ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩა და ცხვირწინ დაეკეტათ აქოთქოთებული აეროპორტები?!
სტუდენტები, მოგზაურები, ემიგრანტები, ყველა არკვევს როგორ რანაერად ჩამოვიდნენ, ლიმიტირებულ სავარძლებზე როგორ მოიპოვონ უპირატესობა, ჩარიონ ნაცნობები, მიიღონ ინფო პირველებმა, დაუდარაჯდნენ საიტებს, ავიაკომპანიებს…
ახლა ყველაზე აქტუალური ინფოს პირველწყაროები არიან, სამოგზაურო ბლოგერებს და ინფლუნსერებს რეიტინგი წაექცათ.
სახელმწიფო კი ნამდვილად ცდილობს ორგანიზებულად მართოს პროცესი, დაუნახავებიც არ უნდა ვიყოთ.
ლოკალური ავიაციის სფეროა კოჭლი და სუსტი თვითონ, საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, ქმედითად პროცესში ჩართვის ნაცვლად, სადღეგრძელოებს აქვეყნებდა, სრული სიგიჟე.
ადრეც ვამბობდი, განათლებაზე მნიშვლოვანი ამ სფეროში განსაკუთრებით, ვერაფერი იქნება. პილოტები და ტექნიკური პერსონალი ნამდვილად გვყავს მოწოდების სიმაღლეზე მაგრამ ბიზნეს პროცესის მმართველი, სერვისის უზრუნველყოფა და კნოპკაზე ხელის დამჭერი ჭკვიანი ხალხი არ აღმოგვაჩნდა. სიხარბე, პოპულიზმი და ბევრი ბოტოქსით გაჟღენთილი უტვინო შუბლი, კოხტა გორიდან სასრიალოდ თუ გამოგვადგება, მეტი არაფერი ხეირი.
თავმოყვარე ავიაკომპანიას სახელმწიფომ არ უნდა დაგიწესოს 199, თავად უნდა მიხვდე რისი თავი აქვს შენი ქვეყნის ჩარჩენილ მოქალაქეს. უნდა მიხვდე, იმიტომ რომ არ ჩარჩე თავად გონიერების საზღვრებს მიღმა….
ავიაციაში რეგულარული რეისების შესრულება ჩემი აზრით ფილოსოფიაა ადამიანების მოსმენის შესახებ :))) ჩარტერული რეისების შესრულება – გაქირავების სერვისია, არ მოითხოვს ზეაღმატებულ უნარებს :)))
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შევედით შეგნებული “მოქალაქეობის” გააზრების რეჟიმში და ახლა ალბათ ვსწავლობთ ვინ ვინ არის, ვის რატომ ვენდოთ ან არ ვენდოთ, კრიზისზე უკეთესი კატალიზატორი არ არსებობს… ვსწავლობთ შრომის და სიბეჯითის ფასს, ექიმების პროფესიონალიზმმა დაგვარწმუნა რომ “პროფესიონალიზმი” აბსოლუტური სიმდიდრე, და სხვა ყველა დანარჩენი ნაცარტუტა….
ავიაციაშიც ვისურვებდი გამყრელიძეებს… მაგის დროც მოვა )))
გაქრება ყველაფერი უხარისხო- ოლიკო ბაბლუანი მიმეორებს ხშირად. ხარისხი უძლებს დროს და ყანყალებს. თუმცა არ ვიცი დედამიწის ჭანჭყარს რა გაუძლებს :))
ყველაზე მეტად კი იცით რა გაქრა- “უიმე, ეს ხო საქართველოა” – ამრეზით რომ ვწერდით, უკმაყოფილოები, მიმტანის თავხედობით ატატყანებულები, ან ცუდი სერვისით შეწუხებულები”, ხელისუფლების დებილური ქმედებით თუ უმოქმედობით გაბრაზებულები….
ეს საქართველოა, დიახ, და ჩვენ, ვეხმარებით ერთმანეთს როგორც შეგვიძლია, ბილეთებიანი და უბილეთოები, ელჩები და კონსულები, ნინჩო ჯიბლაძეები, ნინო დარსოები, ნინო კობახიძეები, ბიზნეს ოუნერები, უბრალო კარგი მოქალაქეები, ვიღაც ჩემნაერები, ვიღაც თქვენნაერები…