ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

✈️ უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა მ.წ. 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს – ათენი-თბილისის, 26 მარტს ვენა-თბილისის და 28 მარტს – ვარშავა-თბილისის რეისი.
საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია Georgian Airways. განრიგის თანახმად მ.წ. 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish Airlines.აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია Georgian Airways-ის,ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT Polish Airlines-ის ვებ-გვერდებზე.

? შეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:

31 მარტი – ამსტერდამი-თბილისი – Georgian Airways

? 3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – Georgian Airways

? 3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – LOT Polish Airlines

? 4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)

? 7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways

? 10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways

? აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე.

? ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

? საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

❗ საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.