ვერასოდეს წარმომედგინა, გულწრფელად გეუბნებით, რომ ოდესმე რაღაც ვირუსის, პანდემიის ან ეპიდემიის გამო აღმოვჩნდებოდით იმ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვართ, წერს Facebook-ის პირად გვერდზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უახლოეს ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ხალხი ფაქტობრივად აღარ მოძრაობს. მიზეზი კი COVID-19-ის პრევენციის მიზნით რეისების გაუქმებაა. 

COVID-19-ის მიზეზით რეისები ფაქტობრივად აღარ სრულდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

“დღეს აღარ ისმის გამოცხადებები, აღარ ისმის მგზავრების ხმაური და არც თვითმფრინავების ძრავების ხმა. უცნაური შეგრძნებაა ეს ჩვენთვის, ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის. არ ვარ ბათუმში, მაგრამ მთელი გულით ვგრძნობ, თუ რას განიცდიან ჩვენი თანამშრომლები იქ. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, ჩვენ ერთად გამოვიარეთ 2008 წელი, ასევე ეს წლები, კარგიც, ცუდიც, რთულიც და მართალია ეს პრობლემა რაც დღეს გვაქვს ცოტა სხვა ტიპისაა, უფრო გლობალურია, უფრო უცნაურია და გაუგებარია (ჩემთვის ასეა), მაგრამ ჩვენ ამ სიტუაციიდანაც გამოვალთ, გადავაგორებთ ამ დღეებსაც, ამ სირთულეებსაც და ყველა ერთად შევძლებთ ბევრად მეტი ავიაკომპანიის, ბევრად მეტი მგზავრის და საჰაერო ხომალდის მიღებას. მომსახურებას, ეს ყველაფერი გადაივლის!!!

იყავით მხნედ, განსაკუთრებით ყველა ჩემი თანამშრომელი, რომელიც ამ პირობებში მუხლჩაუხრელად მუშაობს, არ ეშინია ბორტზე შესვლის, მგზავრთან კონტაქტის, თავისი სამუშაოს შესრულების, რომელიც დღეს ერთერთი ყველაზე სარისკო სამუშაოა ალბათ, ჩვენ ვართ წინა ხაზზე ამ რთულ პერიოდში. ამასაც გავართმევთ თავს. აქვე მინდა გითხრათ, რომ აეროპორტი დაკეტილი არაა, როგორც აცხადებენ, აეროპორტში შემცირდა რეისები, თუ იყო 100  არის 7-8 რეისი დღეში, გვიწევს პერსონალის შვებულებებში გაშვება. ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები გადავიდა შეზღუდული ოპერირების რეჟიმზე . ეს არ არის დაკეტვა! და ეს არის დროებითი !! ყველაფერი კარგად იქნება!!,- წერს თეა ზაქარაძე.

https://www.facebook.com/zakaradze/posts/10158405026988296