დიდი ბრიტანეთის აეროპორტების ოპერატორთა ასოციაციის (Airport Operators Association, AOA) აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, მთავრობების ჩარევის გარეშე, მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო ჰაბები დაიხურება.

”ნათელია, რომ აეროპორტები რამდენიმე კვირაში დაიხურება, თუ კი ინდუსტრიის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯები არ იქნება გატარებული,” – განაცხადა კარენ დიმა.

მანვე დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა სასწრაფო დაეხმაროს აეროპორტებს ბანკებთან არსებული ვალდებულებების შემსუბუქებაში. 

დიმ ასევე შესთავაზა მთავრობას, რომ აეროპორტისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათები დააწესოს.