ალმატის საერთაშორისო აეროპორტი მომავალი ზაფხულისთვის გაფართოვდება. როგორც უცხოური მედია წერს, ერთი წლის შემდეგ ახალი ტერმინალი გაიხსნება, აეროპორტი საჰაერო ჰაბად გადაიქცევა.
„ამ დროისათვის აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 2 მლნ მგზავრია. წელს მოსალოდნელია 8 მილიონზე მეტი მგზავრი. ალმატი ხდება ჰაბი – ახალი ტერმინალი ჰაერივით საჭიროა“, – განაცხადა ქალაქის მერმა იერბოლატ დოსაევმა.
ტერმინალის მშენებლობას TAV Airports Holding-ი ახორციელებს. მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხს პირადი კონტროლის ქვეშ აქვს აყვანილი.
ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 14 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობას ქმნის. და, როგორც მოსალოდნელია, ეს საშუალებას იძლევა გაფართოვდეს ფრენების გეოგრაფია, უზრუნველყოს მეტროპოლიის მაცხოვრებლებისა და სტუმრების კომფორტის მაღალი დონე.