იტალიური გამოცემის Corriere Della Serra-ს ინფორმაციით, ახალმა იტალიურმა ავიაკომპანია Italia Trasporto Aereo-მ (ITA), რომელმაც მალე Alitalia-ს ჩაანაცვლებს, ფლოტის განსაზღვრა დაასრულა, რითაც მალე ოპერირებას შეუდგება.
ცნობილი ხდება, რომ საწყის ეტაპზე ITA у Alitalia-გან წამოიყვანს:
• 1 ერთეულ Embraer ERJ190;
• 17 ერთეულ Airbus A319;
• 27 ერთეულ Airbus A320;
• 7 ერთეულ Airbus A330-200.
რაც საბოლოო ჯამში თავდაპირველ გეგმებს ცვლის. მაგალითად ITA-მ ERJ190-ების რაოდენობა 5-დან ერთამდე შეამცირა და არსებული გეგმებიდან მთლიანად ამოიღო Boeing 777 მოდელის თვითმფრინავები და Airbus A330-ებით ჩაანაცვლა.
ITA გეგმავს, რომ მომავალ წელს ავიაფლოტი 78 თვითმფრინავამდე გააფართოვოს, 2023 წლის ბოლომდე 100-მდე, ხოლო 2025 წლის ბოლომდე კი 105-მდე. ახალი ავიაკომპანიის მენეჯმენტი ამბობს, რომ 2025 წელს თვითმფრინავების ფლოტის 80% ვიწრო სხეულის თვითმფრინავები იქნება. ITA-ში განმარტავენ, რომ 2025 წლისთვის მისი ავიაფლოტის 80% ვიწრო ფიუზელაჟიანი თვითმფრინავები იქნება.
ავიაკომპანია ასევე მუშაობს თავისი ფლოტის მოდერნიზებაზე და გეგმავს ახალი და უფრო ეფექტური თვითმფრინავების შეკვეთას ან იჯარით აღებას.