თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უახლესი იტალური ტექნიკით ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე რეზინის დანალექის მოხსნის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, კომპანიის მოწვევით სამუშაოებს საავიაციო სფეროში ცნობილი, იტალიური კომპანია რედეკო ჯგუფი ასრულებს. აღნიშნული სამუშაოები საჰაერო ხომალდების აეროპორტში უსაფრთხო ოპერირებას უზრუნველყოფს.