ახალი თურქული ავიაკომპანია Southwind-ი ზაფხულში რუსეთის მიმართულებით ფრენების დაწყებას აპირებს. ავიაკომპანიამ ფრენების განხორციელების წინასწარი ნებართვა უკვე მიიღო თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატისგან. ფაქტობრივად, კომპანიას უკვე შეუძლია განახორციელოს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები.
შეგახსენებთ, რომ ახალი თურქული ავიაკომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც ანტალიის აეროპორტში იქნება ბაზირებული და ძირითადად რუს ტურისტებს მოემსახურება, ცნობილი ჯერ კიდევ აპრილში გახდა. ავიაკომპანიის ბენეფიციარია ტუროპერატორი Pegas Touristik.