საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) პრესრელიზში ნათქვამია, რომ მსოფლიო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა აპრილში 78,7%-ით გაიზარდა წლიური თვალსაზრისით, მარტში 76%-იანი ზრდის შემდეგ.

მხოლოდ საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა აპრილში 331,9%-ით გაიზარდა, შიდა – 1%-ით შემცირდა.

IATA-ს მონაცემებით, წლიური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ევროპასა (301.6%) და ახლო აღმოსავლეთში (238.1%). აღნიშნული მაჩვენებელი ასევე გაიზარდა ლათინურ ამერიკაში (139.2%), ჩრდილოეთ ამერიკაში (78.5%) და აფრიკაში (108,4%).

ამავდროულად, კლება დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (-25,4%), ასეთი დინამიკა განპირობებულია ჩინეთში ტრანსპორტირების შეზღუდვით ომიკრონის შტამის გავრცელების გამო.

IATA აღნიშნავს, რომ მას არ აქვს საკმარისი მონაცემები რუსეთის ფედერაციაში მგზავრთა გადაადგილების შესახებ.