ახალი სარკინიგზო მარშრუტი იტალიას, სლოვენიასა და ხორვატიას დააკავშირებს. მგზავრობის დრო დაახლოებით 2 საათია. ბილეთის ფასი კი 8 ევროდან იწყება. მარშრუტი 30 სექტემბრამდე იმუშავებს.
მატარებელი ყოველდღე 7:50 საათზე გავლენ. მატარებლები გადიან: ვილა ოპიცინას სადგურიდან. შემდეგ ის ჩერდება სლოვენიურ Ilirska Bistrica-ში 8:54 საათზე და ჩადის რიეკაში (ხორვატია) 9:54 საათზე. დასაბრუნებელი მატარებელი რიეკადან გადის 18:25 საათზე და ჩადის ვილა ოპიცინაში 20:40 საათზე. მარშრუტი გადის 8 ქალაქს.
ადრე სამი ქვეყნის გავლით მატარებლის მარშრუტი 5 საათს გრძელდებოდა. იგი დაიხურა 30 წელზე მეტი ხნის წინ, მაგრამ მოგვიანებით გაიხსნა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში- 30 სექტემბრამდე.
მარშრუტი რეკომენდებულია შაბათ-კვირის გასატარებლად და სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ქალაქის ერთდროულად მოსანახულებლად.