დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) წელს რეკორდულ 91 მილიონ მგზავრს ელოდება, რადგან მოგზაურობაზე მოთხოვნა კვლავ იზრდება და ადგილობრივი ავიაკომპანიები Emirates და Flydubai მარშრუტების ქსელს აფართოებენ.

ამ წლის პირველ სამ თვეში ჰაბი მოემსახურა 23 მილიონზე მეტ ადამიანს, რაც 8.4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და იყო „ისტორიაში ყველაზე დატვირთული კვარტალი“, ნათქვამია Dubai Airports-ის განცხადებაში. სხვათა შორის, მხოლოდ იანვარში აეროპორტმა 7,9 მლნ მგზავრი გაატარა.

გასულ წელს, DXB-ის სამგზავრო ტრაფიკმა პოსტ-პანდემიური რეკორდი  მოხსნა – 87 მილიონი მგზავრით, რაც 31,7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.

საამიროს ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ტრაფიკის ზრდა მას შემდეგ მოხდა, რაც დუბაიში საერთაშორისო ღამისთევების 11%-იანი მატება დაფიქსირდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის, ინფლაციური ზეწოლისა და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად მოგზაურობაზე მოთხოვნა კვლავ იზრდება.

შეგახსენებთ, რომ არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა  Al Maktoum International Airport-ში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის შესახებ განაცხადა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Dubai World Central. აეროპორტის გამტარუნარიანობა, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი იქნება მსოფლიოში, ხოლო ახალი ტერმინალი ხუთჯერ აღემატება DXB-ს.