ახალი იტალიური ავიაკომპანია Italia Trasporto Aereo (ITA), რომელმაც Alitalia ჩაანაცვლა, აშშ-ს მიმართულებით გეგმავს ავიარეისებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თავდაპირველად რომი-ნიუ იორკი-რომის საჰაერო ხაზზე დაიწყება ფრენები. აღნიშნულ მიმართულებაზე ITA ოპერირების დაწყებას 4 ნოემბრიდან გეგმავს. ხოლო 2022 წლის გაზაფხულიდან კი ITA ფრენებს დაიწყებს მაიამის და ბოსტონის მიმართულებით. ზაფხულიდან ავიაკომპანია რეისების დაწყებას აპირებს ლოს ანჟელესის მიმართულებთაც.