თურქეთის მთავრობამ უცხოელი ტურისტებისათვის ტესტის ან COVID-ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნა 2021 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. 

მთავრობის გადაწყვეტილება უკვე აისახა სპეციალურ შეტყობინებაში NOTAM A5457 / 21 და მისი აღსრულება  სავალდებულოა ყველა ავიაკომპანიისთვის.

შესაბამისად, თურქეთში გამგზავრებამდე მგზავრი შემოწმდება COVID-19- ის სრული ვაქცინაციის სერტიფიკატზე. როგორც ცნობილია აღნიშნული დოკუმენტი ვაქცინაციის მეორე დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ არის ვალიდური.

თუ მგზავრს მსგავსი დოკუმენტი არ გააჩნია, მას PCR ან ანტიგენ ტესტის წარმოდგენა მოუწევს. 

თუ კი მგზავრი გამგზავრების აეროპორტში შესაბამის დოკუმენტებიდან ერთ-ერთს მაინც ვერ წარადგენს, მაშინ მას ავიაკომპანია თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვებს.

პანდემიის პერიოდში,თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები ასეთია: 

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით.

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენა:

კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე);

ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი (6 თვე აითვლება პირველი პოზიტიური PCR-ტესტის ჩატარების თარიღიდან 28 დღის შემდეგ);

გამგზავრებამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა 6 წლის ასაკიდან).

შენიშვნა: აღნიშნული რეგულაცია არ ეხებათ ტრანზიტულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.

თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესდება ახალი შეზღუდვები, ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე.

დამატებითი მოთხოვნები

ნებისმიერი მგზავრი რეგისტრირდება ბმულზე:  https://register.health.gov.tr/