საუდის არაბეთის ახალი ფლაგმანი ავიაკომპანია Riyadh Air ცაში 2025 წლის შუა რიცხვებში აფრინდება. ავიაკომპანიის ფლოტი Boeing 787 Dreamliners-ისგან იქნება დაკომპლექტებული. ავიაკომპანიის პირველი ფრენები რიადის მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება, ხოლო სხვა ეროვნული გადამზიდავი Saudia ბაზირებული იქნება ჯედაში.
მიმდინარე წელს პარიზში გაიმართება ეკიპაჟის ფორმების პრეზენტაცია, რომელიც ასახავს “გამტარი ეპოქის წარსულს”, ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.
Riyadh Air-ის Boeing 787 კოდი RX, კაშკაშა მეწამული ლაივერი სიმბოლოა ლავანდის ფერისა, რომელიც იზრდება საუდის არაბეთის უდაბნოში.
50 მილიარდი დოლარის სახელმწიფო დაფინანსება Riyadh Air-ს საშუალებას მისცემს თავდაპირველად რამდენიმე ძირითად მარშრუტზე მოახდინოს ოპერირება, პირველ რიგში აზიაში. ავიაკომპანიის გეგმებშია, ხუთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად საშუალოდ ორი მიმართულების დამატება“ – განაცხადა ავიაკომპანიის მთავარმა კომერციულმა ოფიცერმა ვინსენტ კოსტემ.
Riyadh Air-ს ამჟამად აქვს შეკვეთილი 72 ერთეული Boeing 787-9 Dreamliner და გადამზიდველის ფლოტი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
„ჩვენ ვსაუბრობთ 100-ზე მეტ მიმართულებაზე, ამიტომ გვჭირდება დიდი ფლოტი“, განმარტა Riyadh Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი დუგლასმა.
Riyadh Air არის ამბიციური პროექტი, რომლის მიზანია საუდის არაბეთი გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება. 2030 წლისთვის ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვევა.