Akasa Air-ის კუთვნილი Boeing 737 MAX 8 ტიპის საჰაერო ხომალდი ჩიტის დაჯახების გამო დაზიანდა. თვითმფრინავს, რომელიც რეისს აჰმედაბადიდან დელის მიმართულებით ასრულებდა, ფრინველი აფრენისას შეეჯახა.
Boeing-მა ფრენა განაგრძო და დელის აეროპორტში დაეშვა. Akasa Air-ი ახალი ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ინდოეთში, მუმბაიში მდებარეობს. ავიაკომპანიამ კომერციული რეისების შესრულება 2022 წლის 7 აგვისტოდან დაიწყო და მის ფლოტშია Boeing 737 MAX 8 ტიპის 7 საჰაერო ხომალდი.