ამერიკულმა კონცერნმა Boeing Co.-მ, მსოფლიოში ავიაციის, კოსმოსური და სამხედრო აღჭურვილობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო Boeing 737-ის წარმოების პროგნოზი შეამცირა.

ავიამწარმოებელი მიმდინარე წელს ამ მოდელის 375 თვითმფრინავის მიწოდებას გეგმავს, – განაცხადა კომპანიის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, ბრაიან ვესტმა, პრესკონფერენციაზე მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ.

თავდაპირველად, კომპანია პროგნოზირებდა, რომ 2022 წელს 500 ერთეული Boeing 737-ის მიწოდებას შეძლებდა, მაგრამ შემდეგ, ივლისში პროგნოზი “დაახლოებით 400 ლაინერამდე” შეამცირა.

იმავდროულად, Boeing ელოდება, რომ მომავალ წელს შეძლებს თვეში საშუალოდ დაახლოებით 30 თვითმფრინავის წარმოებას და რომ წარმოების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ წლის ბოლოსთვის.