ავიაკომპანია AJet-მა მოგზაურობის მოყვარულებისთვის ახალი საზაფხულო კამპანია დააანონსა, რომელიც საერთაშორისო მიმართულებებზე ხელმისაწვდომ ტარიფებს სთავაზობს მგზავრებს. აქციის ფარგლებში, ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 აპრილს, ხოლო ფრენების პერიოდი 2026 წლის 4 მაისიდან 30 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. თურქეთიდან გამავალი რეისების ღირებულება 60 დოლარიდან იწყება, ხოლო საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, თურქეთის მიმართულებით ფრენის დაჯავშნა მგზავრებს 50 ევროდან შეეძლებათ.
სპეციალური შეთავაზება ვრცელდება პირდაპირ რეისებზე და მოიცავს ევროპის, ბალკანეთის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის მრავალ ქვეყანას, მათ შორის გერმანიას, იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და ეგვიპტეს. აღსანიშნავია, რომ აქციაში საქართველოც არის ჩართული, რაც ადგილობრივ მოგზაურებს საშუალებას აძლევს, ზაფხულის სეზონი შეღავათიანი ფასებით დაგეგმონ. სარეკლამო ტარიფებში უკვე გათვალისწინებულია ყველა საჭირო გადასახადი და მოსაკრებელი.
გარდა საბაზისო ტარიფისა, ავიაკომპანია მგზავრებს სთავაზობს ფრენის პერსონალიზების შესაძლებლობასაც. კამპანიის ფარგლებში ბილეთის შეძენისას, ხელბარგის (Cabin bag) ან 10 კილოგრამიანი ჩასაბარებელი ბარგის დამატება მხოლოდ 9 ევროდაა შესაძლებელი. აქცია ჯამში 50,000 ადგილზეა გათვლილი და ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციასა და ავტორიზებულ გაყიდვების სააგენტოებში.












