AirlineRatings.com-ის ექსპერტებმა კვლევა ჩაატრეს, რომლითაც დაადგინეს როგორი თანამზაგვრი არ მოსწონთ მგზავრებს.

გამოკითხვის თანახმად, მგზავრებს ყველაზე მეტად არასასიამოვნო სუნის მქონე თანამგზავრი აღიზიანებთ. გამაღიზიანებელია ცელქი ბავშვები და ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც სავარძელს ბოლომდე შლიან. ჩამონათვალში შევიდნენ ტურისტები რომლებიც ხელებს სავარძლის სახელურებზე აწყობენ, მათ მოყვება ტურისტები მცირე ხელბარგით.

მეექვსე ადგილზე არიან მგზავრები, რომლებიც სავარძლიდან ხშირად დგებიან და გადი-გამოდიან. მეშვიდე ადგილს კი ისეთი ტიპის ადამიანები იკავებენ, რომლებიც ძალიან მოსაუბრე მგზავრები არიან და რომლებიც თავიანთი აქტიურობით გარშემომყოფებს აწუხებენ. ანტი რეიტინგში შევიდნენ ასევე, მომთხოვნი ადამიანები, რომლებიც გარშემომყოფებს მრავალი თხოვნით თუ მოთხოვნით აღიზიანებენ.