ავიაკომპანია  Qatar Airways-ი, რომელიც არაერთგზის აღიარეს როგორც მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანია, 23 ივნისს კიევში, სასტუმრო Hyatt Regency-ში ბორტგამცილებლების კასტინგს ატარებს.

ავიაკომპანიამ საკუთარ საიტზე შექმნა განყოფილება, სადაც ბორტგამცილებლობის კანდიდატებს საკუთარი მონაცემების ატვირთვა შეუძლიათ.

მოთხოვნებში აღნიშნულია, რომ ბორგამცილებლობის მსურველის ასაკი 21 წელს არ უნდა აღემატებოდეს, ის უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, იყოს კომუნიკაბელური და უყვარდეს საკუთარი საქმე.

მას ვინც ავიაკომპანია აირჩევთ, საცხოვრებლად კატარში, დოჰაში გადასვლა მოუწევს.