ევროპულმა ავიამშენებელმა კორპორაცია Airbus SE-მ ინდური ავიაკომპანია IndiGo-სგან 500 თვითმფრინავზე შეკვეთა მიიღო. ასეთი მაჩვენებლები რეკორდულია ინდუსტრიისთვის.

ორ კომპანიას შორის ხელშეკრულება ხელი მოეწერა პარიზის საჰაერო შოუს დროს, რომელიც ორშაბათს გაიხსნა ლე ბურჟეში. გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

Airbus აღნიშნავს, რომ IndiGo-მ შეუკვეთა 500 ერთეული A320 თვითმფრინავი. ამ შეთანხმების შედეგად ინდური ავიაკომპანიის მიერ შეკვეთილი Airbus-ის თვითმფრინავების საერთო რაოდენობა 1,33 ათასამდე გაიზარდა.

თვითმფრინავების მიწოდება 2030-დან 2035 წლამდე უნდა მოხდეს.

IndiGo გახდა A320 ოჯახის თვითმფრინავების მსოფლიოში ყველაზე დიდი მომხმარებელი, აღნიშნავს Airbus.