Dubai Airshow 2021-ზე Airbus-მა დიდი შეკვეთები მიიღო. როგორც ევროპულმა ავიამშენებელმა კონცერნმა Airbus-მა განაცხადა, დუბაიში მიმდინარე წლის ერთ-ერთ მთავარ საავიაციო ღონისძიებაზე Indigo Partners-გან, რომელიც Wizz Air-ის, Frontier-ის, Volaris-ის და JetSMART-ის აქციებს ფლობს  Airbus-ს 225 ერთეული A321neo შეუკვეთა. მყარი შეკვეთის ხელშეკრულება მხარეებს ორის დუბაიშივე გაფორმდა.

ამ გარიგებით კი Indigo Partners-ის ოჯახიდან შეკვეთილი A320-ების რაოდენობამ 1145 ერთეულს მიაღწია. 

დღეს შეკვეთილი თვითმფრინავები არის A321neos და A321XLR თვითმფრინავების ნაზავი, რომლებიც ავიაკომპანიებს გადაეცემათ შემდეგნაირად:

 Wizz Air: 102 თვითმფრინავი (75 A321neo + 27 A321XLR)

 Frontier: 91 თვითმფრინავი (A321neo)

 Volaris: 39 თვითმფრინავი (A321neo)

 JetSMART: 23 თვითმფრინავი (21 A321neo + 2 A321XLR).