Airbus-მა მის მიერვე წარმოებული მე-12000 საჰაერო ხომალდი დამკვეთს ჩააბარა. კანადის ქალაქ მელბუნში განთავსებულმა საწარმომ A220-100 ტიპის ლაინერი ამერიკულ ავიაკომპანია Delta Air Lines-ს გადასცა.

იმისათვის, რომ ამ მაჩვენებლებისათვის მიეღწია ევროპულმა ავიამშენებელმა 45 წელი იშრომა. აღსანიშნავია, რომ Airbus-მა პირველი A300B2 1974 წლის მაისში ავიაკომპანია Air France-ს მიაწოდა.

ხოლო რაც შეეხება მე-1000 ლაინერს, 1993 წლის მარტში მისი მფლობელი ისევ Air France გახდა. 2010 წლის იანვარში კი Airbus-ის მიერ წარმოებული მე-6000 ბორტის მფლობელი ავიაკომპანია Emirates-ი გახდა. ავიამშენებელის მიერ წარმოებული მე-6000 თვითმფრინავი A380 ტიპის საჰაერო ხომალდი იყო.

6000 ერთეული თვითმფრინავი  Airbus-მა 9 წლის განმავლობაში ააწყო და დამკვეთებს ჩააბარა.

თუ კი წარმოების დასაწყისში  Airbus-მა პირველი ათასი თვითმფრინავის აწყობას 19 წელი მოანდომა, დღევანდელი ტექნოლოგიებით ამისათვის Airbus-ს მხოლოდ და მხოლოდ 14 თვე სჭირდება.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, Airbus-ის მიერ წარმოებული თვითმფრინავების 74%-ი A320 და A220 ტიპის საჰაერო ხომალდებზე მოდის, 12%-ი კი A330-ზე, 7%-ი – A300/A310-ზე, 3%-ი – A340-ზე, ხოლო 2%-ი A350-სა და A380-ზე.