ევროპულ კონცერნ Airbus-ს A320-ის შემცვლელად ახალი თვითმფრინავების შესაქმნელად, შესაძლოა, მთავრობის მხარდაჭერა დასჭირდეს. ამის შესახებ Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიომ ფორიმ განაცხადა.
კომპანია განიხილავს A320-ის შეცვლას ახალი მცირე ზომის ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავით, ასევე 2035 წლისთვის უფრო მოკლედისტანციური, წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის შექმნას. აღნიშნული პროგრამები Airbus-ს ჯერ ოფიციალურად არ დაწყია, თუმცა მათი ღირებულება მილიარდობით ევროდ არის შეფასებული.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ მისაღები მექანიზმები კერძო სექტორის ინვესტიციების სტიმულირებისთვის და რისკების გაზიარებისთვის მთავრობებთან. ხელი შეუწყოს ახალი საავიაციო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებას, რაც უზრუნველყოფს საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის დეკარბონიზაციას“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
Airbus-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ იგი ერთგულია დაფინანსების მოდელის მიმართ, რომელის ფარგლებშიც ევროპის მთავრობები ახალი თვითმფრინავების ასაშენებლად სესხებს გასცემენ, დაფარვის პირობით, როგორც კი კომპანია შეკვეთების გარკვეულ დონეს მიაღწევს.
მან აღნიშნა, რომ ამ მოდელმა, რომელიც ცნობილია როგორც სტარტაპის ინვესტიციის დაბრუნება, შექმნა „უფრო მჭიდრო პარტნიორობა“ Airbus-სა და ევროპის მთავრობებს შორის.