უახლესი ბიზნესჯეტი Falcon 6X ექსპლუატაციაში შევიდა, ამის შესახებ მისმა მწარმოებელმა, ფრანგულმა კომპანია Dassault Aviation-მა განაცხადა.

6X, უმსხვილესი თვითმფრინავი Falcon-ის ხაზში, იქნება Dassault Aviation-ის ფლაგმანი მანამ, სანამ 10X არ შევა ექსპლუატაციაში, რაც 2025 წელს მოხდება.

თვითმფრინავების მწარმოებელმა 6X-ის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო; მისი პირველი ფრენა 2021 წლის მარტში შედგა. ბიზნეს ჯეტმა აგვისტოში ერთდროულად მიიღო ევროპული EASA-სა და ამერიკული FAA-ს სერტიფიკატები.

ორძრავიანი თვითმფრინავი აღჭურვილია კანადური PW812D ტურბოფენის ძრავებით.

Falcon 6X-ის მთავარი მახასიათებელია მის კლასში ყველაზე ფართო სალონი, ასევე შთამბეჭდავი მაქსიმალური სიჩქარე 0.9M და 10190 კმ დიაპაზონი.

EASA განსაზღვრავს ასაფრენის მაქსიმალურ წონას, როგორც 35,1 ტონას, Falcon 6X-ს აქვს სერთიფიკატი 19-მდე მგზავრის და ეკიპაჟის სამი წევრის გადაყვანისთვის.