თვითმფრინავების მწარმოებელი Airbus-ის საბაზრო ღირებულებამ 2020 წლის დასაწყისიდან პირველად მიაღწია 100 მილიარდ ევროს (110 მილიარდი აშშ დოლარი). ამის შესახებ Forbes Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.
ფრანგული მწარმოებლის აქციები, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ტულუზის გარეუბანში, ბლანიაში, 2020 წელს კორონა ვირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ უპრეცედენტო ძლიერ ვარდნას აჩვენებდა. თუმცა, დღეისათვის საჰაერო მიმოსვლა ახლა აღდგენილია და Airbus-ი თვითმფრინავებზე ახალ შეკვეთებს აქტიურად იღებს.
Airbus-ი ელოდება, რომ ხომალდების მიწოდება წელს გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილების ნაკლებობამ კომპანია აიძულა თავისი ყველაზე გაყიდვადი A320 ვიწრო ტანის თვითმფრინავების მიწოდების ზრდა შეენელებინა.
აღსანიშნავია, რომ წელს Airbus პროგნოზირებს საოპერაციო შემოსავალს 6 მილიარდ ევროს მოცულობით.