ევროპული ავიამშენებელი კონცერნი Airbus SE წარმოებას მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც თანამშრომლის დათხოვნასაც გულისხმობს. 

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიომ ფორიმ Welt-თან საუბრისას განმარტა, რომ 2020-2021 წლებში წარმოება 40%-ით შემცირდება. 

მხოლოდ აპრილ/მაისში Airbus SE-ს წარმოება 80%-ით შემცირდა. აპრილში Airbus-მა დამკვეთებს 75 საჰაერო ხომალდის ნაცვლად 14 თვითმფრინავი მიაწოდა.

ფორიმ ვერ დააკონკრეტა თუ რა რაოდენობის თანამშრომლის განთავისუფლება მოუწევს. კონცერნი აღნიშნულ საკითხზე ივლისის ბოლოსთვის შეჯერდება.