ევროპული ავიამწარმოებელი კონცერნი Airbus-ი, რუსეთის მიღმა ტიტანის წყაროებს ეძებს, რათა საკუთარი წარმოება უზრუნველყოს.
Airbus ეძებს ტიტანის ალტერნატიულ წყაროებს,” – განაცხადა კორპორაციის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაუტერ ვან ვერშმა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Airbus-ის ტიტანის შესყიდვების დაახლოებით ნახევარი რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა, რაც დღეისათვის თვითმფრინავების წარმოების და შესაბამისად, მიწოდების შეფერხების შესაძლებლობას ქმნის.
როგორც ცნობილია Airbus გეგმავს გაზარდოს წარმოების ტემპი, რათა A320 თვითმფრინავზე არსებული მზარდი მოთხოვნილებით ისარგებლოს. კორპორაცია მოწადინებულია, რომ ტიტანის მოწოდების იმპულსი 19 სექტემბრამდე აღადგინოს, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და საომარი ვითარება Airbus-თვის ტიტანის საჭირო რაოდენობის მიწოდებას საფრთხეს უქმნის.
ამ დროისთვის, ევროკავშირმა Airbus-ს ნება დართო რუსული ტიტანი შეიძინოს, ხოლო მისმა ამერიკელმა კონკურენტმა Boeing Co.განაცხადა, რომ რუსეთიდან ტიტანის შესყიდვების შეწყვეტა.