ფრანგული კომპანია Airbus ინდოეთის უმსხვილეს ავიაკომპანია IndiGo-სთან თვითმფრინავების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. გარიგება  500 თვითმფრინავს მოიცავს.

ინდური ავიაკომპანია A320 ვიწრო ტანის თვითმფრინავით არის დაინტერესებული. თუ გარიგება დაიხურება, IndiGo  Air India-ს რეკორდს გააუმჯობესებს. როგორც ცნობილია Air India-მ ზამთრის ბოლოს Boeing-სა და Airbus-ისგან 470 თვითმფრინავი დააკონტრაქტა.

IndiGo უკვე ითვლება Airbus-ის თვითმფრინავების საკმაოდ მნიშვნელოვან კლიენტად. 500 თვითმფრინავის მიწოდების გარიგების დახურვა კომპანიას ფრანგული თვითმფრინავების მწარმოებლის ერთ-ერთ უმსხვილეს კლიენტად აქცევს.

ირკვევა, რომ IndiGo-სთან მოლაპარაკებებში Airbus კონკურენციას Boeing უწევს.