მსოფლიო სტუმარმასპინძლობის წამყვანი ბრენდი Accor ჯგუფი ქართულ დეველოპერულ კომპანია მარდი ჰოლდინგთან თანამშრომლობას იწყებს და ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე Novotel Living ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნას აანონსებს. Novotel Living Batumi აპარტამენტების მფლობელებს შესთავაზებს დამატებით სარგებელს ე.წ. „სტრატა ტიტულის” კონცეფციის ფარგლებში, ხოლო სტუმრებს ექნებათ უპირატესობა გახდნენ ALL – Accor Live Limitless გლობალური ლოიალობის პროგრამის წევრები.

სიამაყით წარმოგიდგენთ Novotel Living- ბათუმში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საერთაშორისო ბრენდის მაღალი სტანდარტების სერვისებს, რაც ჩვენი სტუმრებ, გრძნობინებს თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში. ბათუმი არის საქართველოს, აჭარის გული. ის არი თანამედროვე კურორტი რბილი სუბტროპიკული კლიმატით და სწრაფად მზარდი ტურისტული ინფრასტრუქტურით. მას აქვს პოტენციალი გახდეს შესანიშნავი ადგილი საერთაშორისო ტურისტული, ბიზნეს და სპორტული ღონისძიებებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ Novotel Living Batumi, აღჭურვილია ყველაფრით, რაც აუცილებელია კომფორტული დასვენებისთვის.

თბილი და კეთილმოწყობილი გარემო, თვალწარმტაც ბუნება სწრაფად გახდება პოპულარული  როგორც საერთაშორისო სტუმრებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი პარტნიორისმარდი ჰოლდინგის მიმართ თანამშრომლობისთვის და მოუთმენლად ველით ამ ახალი ამბიციური პროექტის განხორციელებას“, – აღნიშნავს Accor New East Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსის დელაროფი.

Novotel Living Batumi განთავსდება იბერიის ქუჩაზე, რომელიც მდებარეობს ბათუმის რეკრეაციულ ზონაში შავი ზღვის სანაპიროზე, კეთილმოწყობილი კერძო პლაჟიდან ფეხით სავალ მანძილზე. სამკურნალო მიკროკლიმატისა და სუბტროპიკული მცენარეების უნიკალური კომბინაციის წყალობით, სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერიდონ ქალაქის ხმაურს და დაისვენონ ბუნების წიაღში წლის ნებისმიერ დროს. სასტუმრო მოეწყობა ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ატრაქციონებთან ახლოს, როგორიცაა პეტრას ციხე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მტირალას ეროვნული პარკი. სტუმრებს სულ რაღაც 15 წუთი დასჭირდებათ, რომ მანქანით ქალაქის ცენტრს ეწვიონ და დატკბნენ ურბანული გარემოთი.

სასტუმრო Novotel Living განთავსდება ახალაშენებულ 13-სართულიან ორ კორპუსში. Novotel Living განახორციელებს „სტრატა სტატუსის“ კონცეფციას, როდესაც ოთახები საკუთრებაში და გაქირავებულია, ხოლო ინფრასტრუქტურას მართავს სასტუმროს ოპერატორი. Novotel Living Batumi მომხმარებელს შესთავაზებს 319 სხვადასხვა კატეგორიის აპარტამენტს – სტუდიო ბინებით დაწყებული, ორ და სამ-ოთახიანი მყუდრო და ფუნქციონალური ლუქსით. თითოეული აპარტამენტი მოწყობილი იქნება დახვეწილი ავეჯით და აღჭურვილი ყველა საჭირო ნივთით, რაც აუცილებელია კომფორტული დასვენებისთვის. სტუმრებს, რომლებიც გეგმავენ ხანგრძლივ დასვენებას, შეუძლიათ ისარგებლონ სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი, თანამედროვე ტექნიკით და სამრეცხაოთი, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ხმისგან იზოლირებული სამუშაო სივრცე და უფასო Wi-Fi-ი.

სასტუმრო კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს მულტიფუნქციურ საჯარო სივრცეებს, რომლებიც ქმნის თანაცხოვრების ატმოსფეროს. იგეგმება გასტრონომიული რესტორანი და 24-საათიანი ლობი ბარი. სტუმრები ისარგებლებენ დასასვენებელი ზონით, პანორამული აუზით და რესტორნით სასტუმროს სახურავზე, რომელიც გთავაზობთ თვალწარმტაც ხედებს შავი ზღვის სანაპიროსა და მთებზე. Novotel Living Batumi-ში იგეგმება SPA ცენტრი,  საცურაო აუზით და თანამედროვე ფიტნეს დარბაზი.
იფუნქციონირებს რამდენიმე საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება დიდი ღონისძიებებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის საჭირო ტექნიკით. ახალი სასტუმრო შესთავაზებს სტუმრებს კომფორტულ დასასვენებელ ზონას ბავშვებისთვის სათამაშო მოედნით და ანიმაციური პროგრამით მთელი დღის განმავლობაში.

„მარდი ჰოლდინგი მოხარულია, რომ სასტუმროს გლობალურ ოპერატორთან Accor-თან პარტნიორობით ბათუმში ამუშავდება მსოფლიო დონის მომსახურების მქონე აპარტამენტების პროექტი. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს განვითარებისა და ბათუმის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ზღვისპირა კურორტად გადაქცევის ამბიციური გეგმები ხელს უწყობს არსებული ტურისტული ბაზრის განვითარებას და უქმნის დიდ შესაძლებლობებს მაღალი ხარისხის სერვისული ბინების ოპერირებისთვის. Novotel Living არის მხოლოდ პირველი ბრენდი Accor-ის კოლექციიდან, რომლის ბაზარზე ამუშავებასაც ვგეგმავთ“, – აღნიშნავს მარდი ჰოლდინგის მმართველი პარტნიორი ნუგზარ ბერიშვილი.

ACCOR-ის შესახებ

Accor არის მსოფლიოში წამყვანი ჯგუფი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელსაც  110-ზე მეტ ქვეყანაში, 5 400 საკუთრების, 10 000 კვებისა და სასმელის ობიექტების, გამაჯანსაღებელ ობიექტების ან მოქნილი სამუშაო სივრცეების ოპერირების გამოცდილება აქვს. ჯგუფს აქვს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სტუმართმასპინძლობის ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს 40-ზე მეტ სასტუმროს ბრენდს ფუფუნებიდან ეკონომიურამდე, ისევე როგორც Lifestyle Ennismore-თან ერთად. Accor მოწოდებულია განახორციელოს პოზიტიური აქტივობები ბიზნესის ეთიკისა, პასუხისმგებლიანი ტურიზმის, მდგრადი განვითარების, საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის თვალსაზრისით. დაარსებული 1967 წელს, Accor SA-ს სათაო ოფისი მდებარეობს საფრანგეთში და ის საჯაროდ არის მითითებული Euronext Paris-ზე (ISIN კოდი: FR0000120404) და OTC ბაზარზე (Ticker: ACCYY) შეერთებულ შტატებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.group.accor.com.