Airbus-ი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰაკერებმა ავიამშენებელი კომპანიის კომპიუტერულ სისტემებში შეღწევა შეძლეს და თანამშრომლების შესახებ დახურული ინფორმაციის მიღება შეძლეს.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და სწორედ გამოძიების შედეგად დადგინდება უფრო კონკრეტულად, რა სახის ინფორმაცია მიიღეს Airbus-ის სერვერებიდან ჰაკერებმა.